Sunday, July 22, 2018

მე - 8 მოდულის რეფლექსია

22.07.2018

დღეს ინტელის  ბოლო  შეხვედრა  გვქონდა.
 გაკვეთილი  საინტერესო იყო  რადგან  მოვისმინეთ  არაერთი  პრეზენტაცია.
  ბლოგზე  ავტვირთეთ  ჩვენი  პორტფოლიო.

ენთუზიაზმით  სავსე პედაგოგებმა  დავდეთ  პირობა,  რომ გავაკეთებთ  უფრო  დახვეწილ  და  გამართულ  პროექტებს.

ყველას  და  მათ  შორის  საკუთარ  თავს  ვუსურვებ  წარმატებებს.

პრეზენტაცია

აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პორტფოლიო

Thursday, July 19, 2018

მე -7 მოდულის რეფლექსია

დღეს 19.07. 2018 წ.
გადავხედეთ  განვლილ  მასალას. იყო თუ  არა რამე   ჩვენთვის  გაუგებარი. რა  უნდა  გვქონოდა  პრეზენტაციის   დღეს,  ანუ  მე -9  დღეს.

განვიხილეთ  ონლაინ  ტესტირების  შექმნა.    მისი  შესაძლებლობები.  გამოყენების  არეალი.  განვათავსეთ  სავარჯიშო  ტესტი  ბლოგზე.  ასევე,
დამოვაქვეყნეთ სავარჯიოშო  პორტფოლიო  ბლოგზე.  ამით   დავეუფლეთ  და  გავივარჯიშეთ  ბლოგზე  პორტფოლიოს  დადების ტექნიკა.

იმედი  მაქვს  ტრენერის  იმედებს  და  შრომას  გავამართლებ,  შემდეგი  შეხვედრისათვის  მექნება  დასრულებული პორტფოლიო  და  პრეზენტაციები.

სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ  აქ  და  დაათვალიერეთ  ჩემი  პორტფოლიო.

წინა საკვლევი გამოკითხვა

Tuesday, July 17, 2018

მე 6 მოდულის რეფლექსია

17.07 2018 წ.
დღევანდელ  ტრენინგზე  გადავხედეთ  განვლილი  მასალის  მნიშვნელოვან  თემებს,  პროექტის  შესრულების  სწორად   გადეგმვისათვის.
გადავედით მე 6  მოდულზე.
განვიხილეთ  პროექტის  დაგეგმვა  მოსწავლეთა  წარმატებისათვის.
პროექტის  მორგება  ყველა  მოსწავლის  საჭიროებებზე.
მოსწავლეთა  განსხვავებული  საჭიროებების გათვალისწინება  და  მათი  წარმატების  ხელშეწყობა, დავალებად  ბუკლეტის გაკეთების განხვავებულად გადაცემის/ მოთხოვნის   მაგალითზე.

გავაანალიზეთ თუ  როგორ  დავეხმაროთ  მოსწავლეს  დამოუკიდებელ  მსწავლელად  ჩამოყალიბებაში.

სავარჯიშო პრეზენტაცია

Sunday, July 15, 2018

მე -5 მოდულის რეფლექსია

დღეს  15 ივლისს  გავიარეთ  intel - ის  მეხუთე  მოდული  სადაც  გავეცანით  პროექტების  შეფასების  სტრატეგიებს.  შეფასების  განსხვავებულ   მეთოდებს.  გავეცანით  შეფასების  რუბრიკებს.

გავეცანით  პროექტის  წარმართვის  სტრატეგიებს.  შედეგს/პროდუქტს,  რომელიც  შესაძლოა  მივიღოთ  განსხვავებული  სახით.  პროექტის   მიზნიდან  გამომდინარე პროექტის  დემონსტრირებას.

Thursday, July 12, 2018

ინტელის მე 4 გაკვეთილის რეფლექსია

12.07.2018.წ.

დღეს  გავიარეით  intel -ის   მე 4  გაკვეთილი  სადაც  განვიხილეთ  PowerPoint-  პრეზენტაციის  ყველა  დეტალი.

Tuesday, July 10, 2018

მე -3 მოდული

10.07.2018 წ.
დღეს  გავიარეთ intel- ის  მე -3  მოგული.
დღეს  დავასრულეთ გაცნობა მიმართულების  მიმცემი  საკვანძო  კითხვების  თემაზე.  გავეცანით  თუ როგორ  უნდა განვსაზღვროთ  კითხვების  დასმის  მიმართულება  და  როგორ  დავსვათ  სწორად  კითხვები.

გავეცანით  საავტორო  უფლებებს.  რა არის  დაცული, რა  არა  და  როგორ  უნდა  დავიცვათ  საავტორო  უფლებები  ჩვენ,  რომ  არ  შევლახოთ  სხვისი  უფლება.

გავეცანით  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონს.


დღე  იყო  ნაყოფიერი,  ცოტათი  დამღლელი.

Sunday, July 8, 2018

მე- 2 მოდული


8  ივნისი.  ტრენინგის  მე - 3  დღე.
განვიხილეთ  მეორე  მოდულის  თემები;
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება. 
ვისურვებდი  ცოტა  მეტის  გაკეთება  მოგვესწრო. 
:(   :(  

Thursday, July 5, 2018

1 - მოდულის რეფლექსია

დღეს  6 ივნისს  ჩაგვიტარდა  intel - ის  რიგით  მეორე  შეხვედრა.  ტრენინგი  ძალიან  საინტერესოდ    წარიმართა  დისკუსიის  ფონზე,  ტექნოლოგიების  გამოყენების  უპირატესობის  თემაზე.  
ტრენერი დათო  მალანიამ, ტრენინგის  მასალის  გაცნობით  შეეცადა  დავერწმუნებინეთ  ტექნოლოგიების  უცვლელ  უპირატესობებზე.  
გავეცანით  სახელმძღვანელოს  და მასში  არსებული   1 მოდულის  აქტივობებს:

აქტივობებში  გადასვლის  შესაძლებლობებს.  მათში  ჩანიშვნების,  მონიშვნების  გაკეთების  შესაძლებლობებს.
გავეცანით 21  საუკუნის უმნიშვნელოვანეს  უნარჩვევებს, რომელზეც  უნდა  ვიმუშაოთ  როგორც  ჩვენი  ასევე  მოსწავლეებში  შესაბამისი უნარების განვითარებისათარებისათვის.
გავეცანით  სასწავლო  პროექტის  გეგმის  შექმნის  შაბლონს,  რის  საშულებითაც  შევძელი კარგად  გამეანალიზებინა მიზნის მიღწევისათვის გადასადგმელი  ნაბიჯების სწორად  არჩევა.
გავეცანით: პორტფოლიოს  ჩეკლისტს  და  პორტფოლიოს  შეფასების  რუბრიკას.  გავაანალიზე  მათი  მნიშვნელობა.

გაკვეთილის გეგმა

https://drive.google.com/file/d/1mtwo0m-O1OuoEtiDS9qcCoigxEaJrwkF/view?usp=sharing